ჩვენ შესახებ

პროექცია 24

ჩვენ ვამზადებთ ფილმებს პროექციისთვის!
პროექცია 24 არის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ფილმის კინოეკრანზე სწორად და ხარისხიანად მიტანას მაყურებელთან. 

ჩვენი მიზანია თითოეული ნამუშევარი ტექნიკურად სრულყოფილად წარსდგეს მაყურებლის წინაშე – იქნება ეს კინოთეატრი, კინოფესტივალი, ღია ცის ქვეშ თუ ნებისმიერი სახის ჩვენება.

სწორედ ამიტომ, პროექცია 24 მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის პროფესიონალებით დაკომპლექტებული პლატფორმა – უზრუნველყოფს, რომ ფილმი საბოლოოდ იქცეს სრულფასოვან ციფრულ ფირად და სრულად აკმაყოფილებდეს კინოინდუსტრიაში დღეს დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებს. 

მიზანი


ორგანიზაციის მიზანია, კინოხელოვნება მაყურებლისათვის აქციოს ხელმისაწვდომ, უწყვეტ, სრულყოფილ გამოცდილებად, ხოლო ქართველი ხელოვანების იყოს სანდო პატნიორი მათი ნამუშევრების ტექნიკური სრულყოფისა და გავრცელების პროცესში – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

მრჩეველთა საბჭო

პროექცია 24-ის სტრატეგიული გადაწყვეტილებები დაფუძნებულია კოლეგიალურ მართვის ფორმაზე, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციის სამომავლო აქტივობები იგეგმება დირექტორებისა და მრჩეველთა საბჭოს საერთო გადაწყვეტილებით. 

Name
Job Title
Lorem ipsum dolr sit amet, consec tetur adipiscing elit. Suspendisse varius enim in eros elementum ristique. 
Name
Job Title
Lorem ipsum dolr sit amet, consec tetur adipiscing elit. Suspendisse varius enim in eros elementum ristique. 
Name
Job Title
Lorem ipsum dolr sit amet, consec tetur adipiscing elit. Suspendisse varius enim in eros elementum ristique. 
Name
Job Title
Lorem ipsum dolr sit amet, consec tetur adipiscing elit. Suspendisse varius enim in eros elementum ristique. 

ორგანიზაციის შესახებ

პროექცია 24 არის მომსახურების გამწევი ორგანიზაცია, რომელიც კინემატოგრაფისტებს სთავაზობს ფილმის ტექნიკური ფაილების სრულ სპექტრს – როგორც კინოთეატრებისათვის (DCP), ისე ნებისმიერი ფორმის კინოჩვენებებისთვის ორგანიზაციის სერვისები მოიცავს მასტერინგს, სუბტიტრების მომზადებას და თარგმნას, ასევე ფილმის დისტრიბუციისთვის საჭირო ტექნიკურ მხარდაჭრას. ამასთანავე, ორგანიზაცია ეხმიანება დღევანდელ ქართულ კინოინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებს. ორგანიზაციის ინდუსტრიაში ჩართულობა გამოიხატება ქართული კინოს ლობირებაში, მისი ადგილობრივი და საერთაშორისო პოპულარიზაციის ხელშეწყობაში, კინოს შესახებ ცოდნის გავრცელებაში, ასევე კინოხელოვნების ხელმისაწვდომობისა და თავისუფალი სახელოვნებო სივრცეების მხარდაჭერაში. 


ვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ისეთი მდგრადი სივრცეების შექმნა და განვითარება, რომლებიც გააძლიერებს ცოდნის გავრცელებას, ხელოვანთა თავისუფალ თვითგამოხატვას, კინოს თანამედროვე პოლიტიკის  ჩამოყალიბებას და მასზე დისკურსს, აუდიტორიის გაფართოებასა და ხელოვნების სისტემურ ხელმისაწვდომობას.