პროექცია 24 ის შესახებ
ვრცლად ჩვენ შესახებპროექცია 24 არის მომსახურების გამწევი ორგანიზაცია, რომელიც კინემატოგრაფისტებს სთავაზობს ფილმის ტექნიკური ფაილების სრულ სპექტრს – როგორც კინოთეატრებისათვის (DCP), ისე ნებისმიერი ფორმის კინოჩვენებებისთვის ორგანიზაციის სერვისები მოიცავს მასტერინგს, სუბტიტრების მომზადებას და თარგმნას,
ასევე ფილმის დისტრიბუციისთვის საჭირო ტექნიკურ მხარდაჭრას.ამასთანავე, ორგანიზაცია ეხმიანება დღევანდელ ქართულ კინოინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებს. ორგანიზაციის ინდუსტრიაში ჩართულობა გამოიხატება ქართული კინოს ლობირებაში, მისი ადგილობრივი და საერთაშორისო პოპულარიზაციის ხელშეწყობაში, კინოს შესახებ ცოდნის გავრცელებაში, ასევეკინოხელოვნების ხელმისაწვდომობისა და თავისუფალი სახელოვნებო სივრცეების მხარდაჭერაში.






პროექცია 24 გთავაზობთ
თარგმნა, DCP მასტერინგი, სუბტიტრირება
და არამხოლოდ
ჩვენი მიზანია თითოეული ნამუშევარი ტექნიკურად სრულყოფილად წარსდგეს მაყურებლის წინაშე – იქნება ეს კინოთეატრი, კინოფესტივალი, ღია ცის ქვეშ თუ ნებისმიერი სხვა სახის ჩვენება.
სწორედ ამიტომ, პროექცია 24 მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის პროფესიონალებით დაკომპლექტებული პლატფორმა – უზრუნველყოფს, რომ ფილმი საბოლოოდ იქცეს სრულფასოვან ციფრულ ფირად და სრულად აკმაყოფილებდეს კინოინდუსტრიაში დღეს დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებს.
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მომსახურება:
DCP
მასტერინგი
DCP ფაილები + სუბტიტრები + ხარისხის შემოწმება
- DCP ფილების ყველა საჭირო ვერსია (2K, 4K )
- თარგმნა 15+ ენაზე,
- სუბტიტრების შექმნა DCI სტანდარტით – .SRT, XML ფაილები
- ხარისხის უზრუნველყოფა DCI სტანდარტების შესაბამისად
- ფაილების ჩვენ სერვერზე განთავსება/მიწოდება.
ფაილების მომზადება
- DCP ფაილის ერთჯერადი დამზადება.
- ფაილის ფორმატის შეცვლა (კონვერტაცია)
- კადრის წამში (FPS) შეცვლა
- ხმის ნორმალიზება
- ფაილების ტექნიკური/ვიზუალური შემოწმება – დეტალური ტექნიკური დოკუმენტის მომზადებით
- სუბტიტრების შექმნა (თარგმნა და დროის მონაკვეთების გაწერა)
დისტრიბუციისთვის
მომზადება
- ფილმის დაცვა – DCP შემთხვევაში KDM, DKDM; სხვა შემთხვევაში Watermark.
- PAD ფაილის მომზადება (სრული ინფორმაცია ფილმის და ფაილის შესახებ)
- ფაილის კინოთეატრში შემოწმება
- ხარისხის უზრუნველყოფის, გზამკვლევი ფაილის მომზადება პროექციონისტის/კინოთეატრისთვის.
- DCP ფაილების სერვერზე შენახვა, ინდივიდუალური ბმულების გაგზავნა/მომზადება
ხშირად დასმული კითხვები
გაეცანით ამომწურავ ინფორმაციას ჩვენი სერვისის შესახებ.
კვლავ შეკითხვები გაქვთ?
მოცემული ღილაკის დახმარებით მოგვწერეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენ უმოკლეს დროში, ამომწურავად გიპასუხებთ.
მოგვწერეთკონტაქტი

გამოგვყევით: